Friday, October 16, 2015

დედამიწა თამბაქოს კვამლის გარეშე თამბაქო-ერთი შეხედვით უბრალო მარტივი სიტყვაა,მაგრამ რამდენი ადამიანის ცხოვრების წესია იგი. რამდენი ადამიანი დაუღუპია ერთი შეხედვით უწყინარ მცენარეს,რამდენი ოჯახის გაუბედურების მიზეზი გამხდარა იგი.დადგენილია,რომ მსოფლიოს მოსახლეობის 4-5 მილიონზე მეტი წელიწადში გარდაიცვალა თამბაქოს ხშირი მოხმარების გამო-ფიტვის კიბოთი.დიახ! თამბაქო არის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა,რომელიც მის კვამლში იხვევს დიდს თუ პატარას,მოზარდს თუ ხნიერს.დამეთანხმებით,რომ თამბაქოს მოხმარება იწყება ადრეული ასაკიდან,როდესაც მოზარდი ვერ აცნობიერებს თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს იგი საკუთარ თავს, იგი სრულიად მარტივად ხდება თამბაქოზე დამოკიდებული და მის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოუდგენია ცხოვრება.თამბაქო ხშირად არის ინტერესის საგანი,რომლის მიმართ ლტოლვას ხშირად აქვს ძალიან მძიმე დასასრული. "აკრძალული ხილის" მიმართ ინტერესი იმდენად დიდია , რომ მოზარდი ვერ აცნობიერერბს მის საქციელს და უჩნდება სურვილი იგემოს ის რასაც უშლიან. ხშირია თანატოლების გავლენა ახალგაზრდაზე, დამცირება , ჩაგვრა და იძულებითი ჩათრევა ამ "ცოდვაში" . აქედან გამომდინარე ბავშვი ნებით თუ უნებლიედ იწყებს თამბაქოს მოხმარებას. იმისათვის , რომ არ მოხდეს მსგავსი ინციდენტები საჭიროა მოზარდს არ გაუჩნდეს სურვილი მოწიოს თამბაქო.ამისათვის კი აუცილებელია ახალგაზრდამ იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. საჭიროა ყველა სასკოლო დაწესებულებაში მაღალ დონეზე ჩატარდეს სპორტის გაკვეთილები, რადგან ინტერესეი გამოიწვიოს სპორტმა და არა თამბაქომ. ასევე მოზარდის ცხოვრებაში დიდი როლი უნდა ეკავოს მის სულიერ მამას , ყოველ ადამიანს უნდა ყავდეს მოძღვარი, რომელიც დაეხმარება და იზრუნებს "ძე შეცდომილთა" სწორ გზაზე დასაყენებლად. უხსოვარი დროიდან ადამიანს განსაკუთრებული ინტერესეი გააჩნია "აკრძალული ხილის" მიმართ, სწორედ ამით დაიღუპა კაცობრიობამ თავი, როდედსაც ღვთისგან აკრძალული ხილი იგემა. თამბაქო ხომ ის ერთადერთი მცენარეა , რომელმაც ქრისტეს წამების დროს თავი არ დახარა, როგორ შეგვიძლია ჩვენ ქრისტიანები დავემონოთ მას. მე მჯერა უფლის სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს , მხოლოდ მისი მადლი შეეწევა პლანეტის დამხვშალ ფილტვენს, რადგან დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება უფლის რწმენა და სიყვარული, მხოლოდ ესაა გზა ჭეშმარიტების და გადარჩენისა.